კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვართ სამედიცინო კომპანიაა "4Hospitals" რომელიც 2014 წლიდან უზრუნველყოფს სამედიცინო მოწყობილობების/მასალების/პროდუქციის და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის და სხვა ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის.
"4Hospitals" არის მრავალი საერთაშორისო სამედიცინო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. ჩვენი განაცხადია - "ხარისხი - პროცესის თითოეულ ეტაპზე", შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.
სამუშაოს აღწერილობა:
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
** სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
** სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
** ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;
** პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
** შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საშუალო დონეზე
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
ვაკანსიის ბმული https://4hospitals.selfrecruit.ge/s/FcOl8
|