Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი — ბუღალტერი.

საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი — ბუღალტერი.

თანამდებობრივი სარგო: 3200 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

** საბუღალტრო პროგრამა "ორის ბუღალტერია 7"-ში ფინანსური და სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი საბუღალტრო ჩანაწერების წარმოება;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება, სისტემატიზაცია და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, დარიცხვების, დაკავებებისა და შესაბამისი ვალდებულებების სისწორის კონტროლი;
** სახელფასო უწყისების მომზადება და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი საგადახდო ოპერაციების/გადარიცხვების განხორციელება;
** საბუღალტრო პროგრამასა და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში ასახული მონაცემების შესაბამისობის კონტროლი და ურთიერთშედარება;
** პერიოდული საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციის, ცნობების, ანგარიშებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, სისტემატიზაცია და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება — ეკონომიკური/ბიზნესადმინისტრირება/ფინანსები/საბანკო საქმე/ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობები);
** საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საფინანსო ან/და საბუღალტრო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა "ორის ბუღალტერია 7"-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე (rs.ge) მუშაობის გამოცდილება.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
** "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანება;
** "სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N424 ბრძანება;

უნარები და კომპეტენციები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ოპერატიული მართვის სტილი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge და გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე