Робота для біженців з України
მზარეული - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო სტანცია ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
სტეფანწმინდის ცენტრში მდებარე სასტუმრო - რესტორანი "სტანცია ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის ვაკანსიაზე (ქართული კერძების მზარეული).

სასტუმრო "სტანცია ყაზბეგი" გთავაზობთ საუკეთესო პირობებს ქართულ სამზარეულოში სამუშაოდ, შესაბამისად გუნდში გვჭირდება პროფესიონალი, მონდომებული და მეგობრული თანამშრომელი.

მოვალეობები:

** კერძების მომზადება სტანდარტული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება;
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამზარეულოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

პირობები:

** პერსონალის კვებით და სასაცხოვრებლით უზრუნველყოფს სასტუმრო;
** მეგობრული და სასიამოვნო გარემო;
** სტაბილური სამსახური.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება 2800 ლარიდან 4500 ლარამდე (დამოკიდებულია სამზარეულოში დაკავებულ პოზიციასა, გრაფიკსა და პროფესიონალიზმზე);
** დასვენება კვირაში 1 დღე ან თვეში 4 დღე;
** მისამართი: ყაზბეგი, დაბა სტეფანწმინდა.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ: 599280003.

ან მოგვწერეთ Mail: Stanciakazbegi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე