Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: Tax and Customs Consulting
გამოქვეყნდა: 21 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
აუდიტორულ კომპანიას შპს "თაქს ენდ ქასთომს ქონსალტინგ" (Tax & Customs Consulting) ესაჭიროება ბუღალტერ-ოპერატორი სამუშაოს გამოცდილებით.

აუცილებელი პირობები: შემოსავლების ვებ გვერდზე და პროგრამა "ორისში" მუშაობის გამოცდილება.

სასურველი პირობა: ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაოს აღწერა: სრულ განაკვეთზე მუშაობა ოფისში (თბილისი, მიცკევიჩის ქ. 29ა). პოზიცია გულისხმობს ყოველდღიური ბუღალტრული ჩანაწერების დამუშავებას, აღრიცხვის ჟურნალების წარმოებას და საბანკო, კლიენტებისა და მომწოდებლების ანგარიშების შეჯერებას.

მოვალეობებში შედის:

** საბანკო ტრანზაქციების შეტანა ORIS 7-ის პროგრამაში;
** rs.ge-დან მონაცემების (კერძოდ, ზედდებულების, ინვოისებისა და სპეციალური ინვოისების) იმპორტი ბუღალტრულ პროგრამაში;
** საგადასახადო და საბაჟო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული დახმარება; ასევე, თვისა და წლის დახურვის პროცესებში მონაწილეობა.

სავარაუდო ხელფასი სრულ განაკვეთზე 1000-1500 ლარი.

საკონტაქტო ელ.ფოსტა: vachegeguchadze@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე