Робота для біженців з України
მასტერ-ბარისტა/ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასტერ-ბარისტა/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Coffee Shop L`OR
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს, Coffee Shop "L`OR"- კაფეს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

Coffee Shop "L`OR" აცხადებს ვაკანსიას მასტერ-ბარისტა/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
სამუშაო დრო: 09:00-18:00 ორშაბათი-პარასკევი (დასვენება შაბათი/კვირა)
ანაზღაურება: 1200ლ (+ ბონუსი 150ლ);
ლოკაცია: ჭავჭავაძის გამზ. 29

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყავისა და ცხელი/ცივი სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მენიუში გაწერილი ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა და რეკომენდაციის გაწევა/შეთავაზება;
** სალარო ოპერაციების შესრულება;
** შესასყიდი პროდუქციის და მომარაგების პროცესის მართვა;
** ყოველი თვის ბოლოს ობიექტის აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ობიექტზე არსებული პროგრამის სრულყოფილად ფლობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბარისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1წელი აუცილებელია;
** პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:

** განვითარებაზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** მეგობრული;
** პუნქტუალური;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:info@mastercoffee.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მასტერ-ბარისტა/ადმინისტრატორი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე