Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: UG სკოლა
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
იუჯი სკოლა აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. იუჯი სკოლა არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ (Cambridge Pathway) პროგრამაზე. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო უფასო;
** ანაზღაურება 1300 ლარი;

პირობები:

სამუშაო განაკვეთი სრული : ორშაბათი-პარასკევი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B - C - D კატეგორიები;
** •მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა;
** უზრუნველყოს მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილას;
** დაიცვას საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესები ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის დროს;

უნარები:

** ენერგიული;
** პასუხისმგებლიანი;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური;

მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 598883963 და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა https://ugschool.edu.ge/public/ge/vacanciesnfull/1, რომელსაც გამოაგზავნით ელექტრონულ მისამართზე: ugschoolvacancies@ug.edu.ge

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: (დასაქმების შემთხვევაში)

** პირადობის მოწმობის ასლი;
** ავტობიოგრაფია/ CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
** ფოტოსურათი ¾-ზე;
** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
** ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ;
** უფლების ჩამორთმევის შესახებ;
** ჯანმრთელობის ცნობა.
** 2 სარეკომენდაციო წერილი - რეკომენდატოტრი პირების საკონტაქტოს მითითებით.

იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე