Робота для біженців з України
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: კოლხი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
"კოლხი ჯგუფი" (https://kolkhigroup.ge/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 48ვ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00, შაბათი - 10:00-15:00

ძირითადი მოვალეობები

** კომპანიის RS.ge-ის ელექტრონულ პორტალზე სასაქონლო ზედნადებების შექმნა და გამოწერა
** იმპორტთან დაკავშირებული და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღრიცხვა და შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა
** ბანკის ამონაწერების დამუშავება და გატარება საბუღალტრო პროგრამაში
** სალაროს ოპერაციების სწორად და დროულად დამუშავება
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის დოკუმენტაციის აღრიცხვა
** ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების აღრიცხვაში მონაწილეობა
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემების განახლება
** სააღრიცხვო დოკუმენტების სისტემატიზაცია, შენახვა და არქივისთვის მომზადება
** ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების შეჯერება შესაბამის დოკუმენტებთან და რეესტრებთან
** კომპეტენციის ფარგლებში მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული სამუშაოების დროული და ხარისხიანი შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ადმინისტრირება, ბიზნესის მართვა ან დაკავშირებული სფერო - უპირატესობა)
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია ACCA პირველი დონე
** გამართული კომუნიკაციის და ორგანიზაციული უნარები
** მრავალამოცანიანი რეჟიმში მუშაობის უნარი და დროის ეფექტიანი მართვა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office აუცილებლად, CRM ან ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@kolkhigroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე