Робота для біженців з України
ინჟინერი სამშენებლო კომპანიაში - ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი სამშენებლო კომპანიაში
მომწოდებელი: ართვინ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
ინჟინერი სამშენებლო კომპანიაში

ძირითადი მოვალეობები:

** მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** პროექტებში არსებული ტექნიკური საკითხების გადამოწმება, სპეციფიკაციის შედგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
** არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ოპტიმალურად გაუმჯობესების სპეციფიკაციის მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
** პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა საპროექტო გუნდთან და პროექტის მენეჯერთან ერთად;
** პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი;
** სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვიანობა, კონტროლი;
** ობიექტის სამუშაოთა პროგრესის შესახებ ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და რეპორტინგი.
** სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მიმდინარე დანახარჯებთან შედარება;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტთან;
** უსაფრთხოების ნორმების ცოდნა და დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინრის განხრით)
** სამუშაო გამოცდილება სამშენებლო კომპანიაში, მსგავს პოზიციაზე;
** ნახაზის წაკითხვის, პროპორციულობისა და პროდუქტის მარკიანობის ცოდნა.
** უპირატესობად ჩაითვლება თურქული ენის ცოდნა

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური.
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო განრიგი: სრული
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა
კადრების მოძიება მიმდინარეობს შემდეგი ლოკაციებისთვის: ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე info@artwin.ge. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე