"სოლარ ავტო" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ ელექტრომობილების დამტენების ქსელის მზარდი კომპანია. ვეძებთ ენერგიულ, ტექნოლოგიების მოყვარულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთა შემომავალ ზარებზე პასუხი, კითხვებზე რეაგირება და კონსულტაციის გაწევა.
** მომხმარებლებისთვის მობილური აპლიკაციის ინსტალაციასა და გამოყენებაში დისტანციური მხარდაჭერის აღმოჩენა.
** საჭიროების შემთხვევაში, დამტენების ადგილზე შემოწმება და პირველადი ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება/გადაჭრა.
** რთული ტექნიკური პრობლემების დაფიქსირება და შესაბამის ტექნიკურ/საინჟინრო გუნდთან გადამისამართება.
** ხშირად დასმული კითხვებისა და გავრცელებული პრობლემების აღრიცხვა, უშუალო ხელმძღვანელისთვის პერიოდული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია ადგილზე გასვლებისთვის).
** სასურველია პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
** ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და მობილურ აპლიკაციებთან მუშაობის კარგი უნარი (პროგრამების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გამართული და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი.
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარების უნარი (Problem-solving).
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი.
პირობები:
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
** სამუშაო გრაფიკი: პირველ ეტაპზე ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
** შემდგომ შესაძლოა ჰიბრიდული მოდელით მუშაობა.
** ლოკაცია: თბილისი, ვ. ბატონიშვილის 19
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: contact@solarauto.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 33 11 43
|