Робота для біженців з України
ღამის ცვლის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო მაგნოლია
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
ეძებთ სამუშაოს, რომელიც დღეს თავისუფალს გიტოვებთ, სწავლასთან ან სხვა საქმესთან შესათავსებლად? სასტუმრო "Magnolia" ეძებს სამ ადმინისტრატორს ღამის ცვლისთვის.

მის: თბილისი, კირილე უკლებას ქ. 5

სამუშაო გრაფიკი, მარტივად:

** კვირაში 3 ცვლა, ჯამში 38-40 საათი;
** ღამის ცვლა სამუშაო დღეებში: 19:00-09:00;
** შაბათ-კვირას ცვლა 12 საათია (09:00-21:00 ან 21:00-09:00);
** ზედიზედ ორი ღამე არ გიწევთ, ცვლებს შორის ყოველთვის გაქვთ დასვენება;
** 24-საათიანი მორიგეობა არ არის;
** გრაფიკი წინასწარ არის ცნობილი და სამ ადმინისტრატორს შორის თანაბრად ნაწილდება.
** დღის ცვლას (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-19:00) ცალკე ადმინისტრატორი ფარავს.

ხელფასი: 1100-1400 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)

მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, შესვლის და გასვლის გაფორმება, მათ შორის გვიან ჩამოსულებისთვის;
** ჯავშნების მიღება და აღრიცხვა (ტელეფონი, ელფოსტა, expedia.com, Booking.com და სხვა არხები);
** გადახდების მიღება და ცვლის ანგარიშის მომზადება;
** სტუმრების კითხვებზე პასუხი და დახმარება;
** ღამით სასტუმროს უსაფრთხოებასა და წესრიგზე ზრუნვა;
** დილის ცვლისთვის ინფორმაციის გადაცემა.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (რუსული უპირატესობაა);
** კომპიუტერის თავდაჯერებული ცოდნა (Excel, ელფოსტა);
** თავაზიანობა, სიმშვიდე და პასუხისმგებლობა;
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის, ყველაფერს გასწავლით.

გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას;
** მეგობრულ გუნდს;
** კარიერულ განვითარებას.

დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე info@hotelmagnolia.ge, სათაურში მიუთითეთ: "ღამის ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე