"თიბისი ფეიში" ვეძებთ სტაჟიორს ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
15 წელზე მეტია, თიბისი ფეი ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად . თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.
სამუშაო მოვალეობები:
** ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემებისა და პროცესების ყოველდღიურ მონიტორინგში მონაწილეობა
** უსაფრთხოების ინციდენტების გამოძიებასა და INCIDENT RESPONSE პროცესში მონაწილეობა
** ENDPOINT SECURITY, ANTIVIRUS და EDR სისტემების ადმინისტრირებასა და მონიტორინგში მონაწილეობა
** ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოების კონტროლი და PHISHING/SPAM შეტყობინებების ანალიზი
** DATA LOSS PREVENTION (DLP) სისტემის მონიტორინგში მონაწილეობა
** APPLICATION CONTROL პოლიტიკების მონიტორინგსა და მართვაში მონაწილეობა
** თანამშრომლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების (SECURITY AWARENESS) აქტივობებში მონაწილეობა
** PHISHING SIMULATION და SECURITY AWARENESS კამპანიების ორგანიზებაში მონაწილეობა
** უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიების, საფრთხეებისა და მოწყვლადობების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესწავლა
** IT და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად
ცოდნა/გამოცდილება:
** ბაკალავრი ან მოქმედი სტუდენტი
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით მცირე გამოცდილება
** აუცილებელია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო სასერთიფიკატო ტრენინგები (საბაზისო ცოდნა)
პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:
** ანალიტიკური აზროვნები უნარი
** განვითარებაზე და სწავლაზე ორიენტირებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობიანი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-17:00 პარასკევი
** ანაზღაურებადი სტაჟირება
** სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატი განიხილება უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე
რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე /CV გამო აგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი/ სტაჟიორი.
გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი " (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი : თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან თიბისი ფეი / TBC PAY კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით .
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის " კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365 "-ის ღრუბლოვან სისტემაში .
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge.
შპს "თიბისი ფეი ", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის : რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად . პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის : დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი : 032 2 27 27 47 ან *2747; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით : https://tbcpay.ge/anonymous-reporting შპს "თიბისი ფეი " მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის .
|