Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
შპს "ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლავრენტი მანაგაძის ქ. N4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით — 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება);
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მართვა;
** პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებისა და მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტის ვიზიტისა და დიაგნოსტიკური კვლევების დაჯავშნა;
** პაციენტთა მონაცემების აღრიცხვა და ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
** სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებსა და კითხვებზე პასუხის გაცემა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: noboladze01@gmail.com.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 627062.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე