"Levels Academy" აცხადებს ვაკანსიას აკადემიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამძირი 29გ;
ანაზღაურება:
** გამოსაცდელი ვადა 1 თვე - ანაზღაურება 500 ლარი
** გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ - ანაზღაურება 1000 ლარი
გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი; კვირაში 5 დღე; ერთი დღე შაბათი ან კვირა 10-დან 18 სთ-მდე.
ძირითადი მოვალეობები:
** სწავლის პროცესის მონიტორინგი;
** მასწავლებლებთან და სტუდენტებთან პერმანენტული შეხვედრების ორგანიზება;
** მენეჯმენტისათვის რეგულარული მოხსენებების მიწოდება;
** სატელეფონო ზარების, მეილებისა და სხვა ელექტრონული შეტყობინებების პასუხი;
** სტუდენტებისათვის სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება-მიღება, როგორც ტელეფონით ასევე პირადი შეხვედრებით;
** ახალი სტუდენტების მიღება;
** რეპორტინგი მშობლებთან;
** ადმინისტრაციისა და უშუალო უფროსის დავალებით სხვა სამუშაოების შესრულება;
** სოციალურ ქსელებში აკადემიაში მიმდინარე მოვლენების განთავსება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1;
** გამართული მეტყველების/გადმოცემის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წელი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
"ლეველსი" გთავაზობთ:
** პროფესიულ ზრდა/განვითარებას;
** "ლეველსის" ნებისმიერ კურსზე უფასო სწავლებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მისამართზე: career@levels.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|