Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მიფასი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
ჩვენი გუნდი ეძებს კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტს.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი 1500 ლ;
** ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;
** გამოსაცდელი პერიოდი (სრულად ანაზღაურებადი) - 3 თვე;

მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა;
** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** გაყიდვების საბაზისო თეორიული ცოდნა;
** სასურველია გაყიდვების სფეროში გამოცდილება

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** უფასო კორპორაციულ ნომერს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ceo@mifasi.ge. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე