Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი
მომწოდებელი: Keyline Group
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
უძრავი ქონების სააგენტო "Keyline Group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტი/ბროკერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:30- 17:00 (დასვენება კვირა დღე და კიდევ ერთი დასვენების დღე შერჩევით კვირის განმავლობაში)
** ანაზღაურება სრულად გამომუშავებით: 1, 500 - 8, 000+ ₾ (მზარდი საბროკერო პროცენტი)
** მისამართი: აკაკი წერეთლის 87ბ.

გახდით ჩვენი მზარდი და მეგობრული გუნდის წევრი. ჩვენთან სრულად შეისწავლით პროფესიას და დაგეხმარებით მაღალი შედეგების სწრაფად მიღწევაში.

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი და ახალი ობიექტების მოძიება;
** განცხადებების განთავსება და მართვა წამყვან უძრავი ქონების პორტალებზე;
** პოტენციურ მყიდველებთან, დამქირავებლებთან და მესაკუთრეებთან კომუნიკაცია;
** შეხვედრების, ობიექტების ჩვენებებისა და მოლაპარაკებების წარმართვა;
** გარიგებების წარმატებით დასრულებამდე პროცესის თანხლება და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად (გამოცდილების არქონის შემთხვევაში, საქმეს შეგასწავლით ადგილზე);
** გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან რუსული სასაუბრო დონეზე) ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მიზანდასახულობა და მაღალი შედეგების მიღწევის მოტივაცია;
** მოლაპარაკებებისა და დარწმუნების უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობისა და ჯანსაღი სამუშაო ეთიკის პატივისცემა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კომპეტენტურ ანაზღაურებას: გამომუშავებული თანხა დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე (მზარდი საკომისიო სისტემა + დამატებითი ბონუსები);
** საფუძვლიან მომზადებას: გაყიდვების ტექნიკების, მოლაპარაკებებისა და უძრავი ქონების სპეციფიკის პრაქტიკულ სწავლებას უშუალოდ გამოცდილი მენტორისგან;
** სამუშაო ინსტრუმენტებს: კორპორაციულ ნომერს ულიმიტო პაკეტით, სარეკლამო ბიუჯეტს წამყვან პორტალებზე და სამუშაო ტექნიკას;
** პიროვნულ და კარიერულ ზრდას: პატარა და სწრაფად მზარდი გუნდის უპირატესობა — თქვენი წარმატება მაშინვე შეინიშნება და გაქვთ სწრაფი დაწინაურების შანსი;
** მეგობრულ და უშუალო სამუშაო გარემოს: მხარდამჭერ გუნდს, სადაც თითოეული წევრის აზრი და ინიციატივა მნიშვნელოვანია.
** დასვენება: 2 დღე კვირაში კვირაში.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: keylinegroup.vacancy@gmail.com

წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "უძრავი ქონების აგენტი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: 550505684 (Whatsapp).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე