"საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია" (ა.თ.ე.ა) აცხადებს ტენდერს შემდეგი საქონლის შესყიდვაზე:
** კომპიუტერული ტექნიკა და ტელევიზორი;
** საოფისე ავეჯი;
** კონდიციონერები.
ზუსტი დასახელებები, რაოდენობები და მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია თანდართულ ტექნიკურ სპეციფიკაციაში.
წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი, 18:00 საათი.
წინადადება უნდა გაიგზავნოს ელფოსტაზე: tenders@nala.ge
კითხვების მიღების ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი, 2026 წ. კითხვები უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტაზე: iandguladze@nala.ge
წინადადება უნდა მოიცავდეს შევსებულ ფასების ფორმას, ტექნიკურ შეთავაზებას, მიმწოდებლის რეკვიზიტებს და მოთხოვნილ დამადასტურებელ მასალებს.
გთხოვთ, კომერციულ წინადადებაში მიუთითოთ:
1. შემოთავაზებული საქონლის დასახელება;
2. მოთხოვნის შემთხვევაში, მწარმოებელი და მოდელი;
3. ტექნიკური მახასიათებლები;
4. შემოთავაზებული ავეჯის ფოტოები;
5. ერთეულის ფასი დღგ-ს გარეშე;
6. რაოდენობა;
7. საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე;
8. ტრანსპორტირების, აწყობის/მონტაჟისა და სხვა აუცილებელი ხარჯები;
9. მიწოდების ვადა;
10. საგარანტიო ვადა და პირობები;
11. ფასის მოქმედების ვადა;
12. კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და საკონტაქტო მონაცემები.
ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ აღნიშნული ინვენტარის შესყიდვა ხორციელდება პროექტის - "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა გაუმჯობესებული ქალთა ოთახებისა და ინტეგრირებული ზრუნვის საპილოტე მოდელების დანერგვის გზით" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის მიერ და შესაბამისად განთავისუფლებულია დღგ-სგან.
დანართები:
** დანართი №1 - ტენდერის ძირითადი პირობები;
** დანართი №2 - ტექნიკური სპეციფიკაციები;
** დანართი №3 - ფასების წარმოდგენის ფორმები.
|