Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: კოკა-კოლა იმერეთი
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "კოკა-კოლა იმერეთი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: ქუთაისი (კარფური);
** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული;
** ანაზღაურება: 1300 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის განთავსება ორგანიზაციაში და ვიზუალურ გაფორმებაზე ზრუნვა;
** მარაგების კონტროლი და პროდუქციის დროულად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მხარდაჭერა;
** გაყიდვების შესახებ რეპორტების წარმოება;
** თაროებზე არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტთან ეფექტური კომუნიკაცია;
** ფასმაჩვენებლების განთავსება პროდუქციაზე;
** ყოველდღიური კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.

შერჩევის ფორმა:

** კანდიდატთა შერჩევა მოხდება რეზიუმეს/ განაცხადის ფორმის საფუძველზე;
** გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.cci.company@gmail.com. "Subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე