|
დასახელება:
MEP ინჟინრის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
სტუდენტებისთვის და ახალკურსდამთავრებულებისთვის ვაცხადებთ ვაკანსიას MEP ინჟინრის ასისტენტის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ სტუდენტს ან ახალკურსდამთავრებულს, რომელსაც სურს MEP ინჟინერიის (ელექტრო, HVAC, წყალმომარაგება-კანალიზაცია) მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება. მუშაობა მოგიწევთ გამოცდილ ინჟინერ-ენერგეტიკოსთან ერთად, რეალურ საინჟინრო პროექტებსა და სამუშაო ობიექტებზე: სავაჭრო ცენტრებში, კომერციულ და საცხოვრებელ შენობებში.
რას ისწავლით და გააკეთებთ:
** საინჟინრო ნახაზების მომზადებას AutoCAD-ში - ელექტრო სქემები, გეგმები, ცვლილებები;
** სპეციფიკაციების, მასალების უწყისებისა და ხარჯთაღრიცხვების შედგენას;
** საინჟინრო გაანგარიშებებს - კაბელის კვეთა, დატვირთვები, ავტომატური ამომრთველებისა და მილების შერჩევას;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას - აქტები, ოქმები, გაზომვების შედეგები;
** მომწოდებლების შეთავაზებების შედარებასა და კონტრაქტორებთან კომუნიკაციას;
** ობიექტებზე სამუშაოების კონტროლსა და ტექნიკური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობას.
მოთხოვნები:
** ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ელექტროინჟინერია, ენერგეტიკა, მშენებლობა…);
** AutoCAD-ის საბაზისო ცოდნა ან მისი სწრაფად ათვისების მზადყოფნა;
** Excel-ის საბაზისო ცოდნა;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი, სიზუსტე და პასუხისმგებლობა;
** ობიექტებზე გასვლის მზადყოფნა;
** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
გთავაზობთ:
** პრაქტიკულ სწავლებას გამოცდილ ინჟინერთან ერთად;
** სწავლასთან შეთავსებულ სამუშაო გრაფიკს;
** წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობას;
** სამუშაო ადგილს თბილისში - ოფისსა და ობიექტებზე
როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი:
გამოგვიგზავნეთ CV (თუ გაქვთ, სასწავლო ნამუშევრებიც) მისამართზე n.kokaia@pe.ge სათაურში მიუთითეთ "MEP ინჟინრის ასისტენტი".
|
|
|
|