Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან ეფექტიან კომუნიკაციას, უძრავი ქონების პროფესიონალურ წარდგენასა და გაყიდვების პროცესის მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** კლიენტების საჭიროებების განსაზღვრა, უძრავი ქონების ობიექტების წარდგენა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** მოლაპარაკებების წარმართვა და გაყიდვების პროცესის მართვა;
** საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა, კლიენტების მონაცემთა ბაზის ზუსტი წარმოება;
** უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების პროექტებისა და ახალი შესაძლებლობების მუდმივი შესწავლა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების ეფექტიანად წარმართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და პროაქტიულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა.

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტსა და Facebook გვერდს:

** პროექტის ვებსაიტი: https://eastproject.ge
** Facebook: https://www.facebook.com/ideacitydevelopment

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: Giorgi.Gochashvili@ideacity.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე