Робота для біженців з України
რეგიონული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის ძირითადი მიზანი:

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს (გარდა თბილისის)რეგიონებში კომპანიის გაყიდვების განვითარება, HoReCa სექტორში ახალი პარტნიორების მოზიდვა და დაქვემდებარებული გუნდის ეფექტიანი მართვა.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 / ორშაბათი-პარასკევი /;
ანაზღაურება: ფიქსირებული (კვარტალური საბონუსე სისტემა);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული რეგიონების ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
** დაქვემდებარებული გაყიდვების მენეჯერების გუნდის მართვა, მოტივირება, განვითარება და საქმიანობის კოორდინირება;
** გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, დასახული გეგმებისა და KPI მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა;
** მოლაპარაკების ეფექტური წარმოება HoReCa, საცალო, ქსელურ და სხვა კომერციულ ობიექტების წარმომადგენლებთან;
** არსებული პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების გეგმის დაწესებულ ვადებში შესრულება;
** დავალიანებებისა და დებიტორული ნაშთების კონტროლი;
** კომპანიის მიერ დასახული გეგმებისა და პრიორიტეტების შესრულება;
** ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
** ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების შედეგების, მიღწევებისა და განვითარების გეგმების შესახებ პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** გუნდის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** HoReCa სექტორში ან დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** MS Office-ის ცოდნა;
** ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა სასურველია;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;

სამუშაო პირობები:

** ფიქსირებული ხელფასი
** გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული კვარტალური ბონუსური სისტემა;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** სტაბილური სამუშაო გარემო.
** საწვავით უზრუნველყოფა
** ჯანმრთელობის დაზღვევა

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** სტაბილური სამუშაო გარემო.
** საწვავით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეგიონული მენეჯერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე