Робота для біженців з України
ინტერნეტ მაღაზიის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერნეტ მაღაზიის ოპერატორი
მომწოდებელი: MAKO Georgia
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია ეძებს თანამშრომელს, რომელიც თავისუფლად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს, შემოსული განაცხადების დასამუშავებლად.

მოვალეობები:

** მომხმარებლებთან დაკავშირება განაცხადის მიღებიდან 15 წუთის განმავლობაში;
** შეკვეთების მიღება და დადასტურება;
** დამატებითი პროდუქტების შეთავაზება;
** ზარების შედეგების CRM სისტემაში შეტანა;
** მომხმარებლებთან მუშაობა შეკვეთის გამოსყიდვამდე;
** არა მხოლოდ ახალი განაცხადების, არამედ სხვა სტატუსის მქონე განაცხადების დამუშავებაც — განაცხადის საწყისი სტატუსიდან საბოლოო სტატუსამდე მიყვანა.

ანაზღაურება: მიღებულ შეკვეთაზე ფიქსირებული თანხა + აპსეილი + კროს-სეილი

$0, 5 თითოეულ მიღებულ შეკვეთაზე
+20% აპსეილიდან
+15% კროს-სეილის მარჟიდან

სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00 საათამდე, კვირაში 5 დღე (5/2)

დასვენების დღეები ცვალებადია.

სავალდებულო მოთხოვნები:

** სამუშაო სივრცის დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი;
** სტაბილური ინტერნეტი;
** ლეპტოპის ან პერსონალური კომპიუტერის ქონა;
** მუშაობა სრულდება მხოლოდ კომპიუტერიდან — ტელეფონი ან პლანშეტი არ გამოდგება;
** მომხმარებლებთან ხარისხიანი კომუნიკაციისთვის ყურსასმენისა და მიკროფონის (გარნიტურის) ქონა.

გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: tea.akhvlediani@mako-shop.com.ge.

დიდი გამოცდილების მქონე კანდიდატებს შეგვიძლია შევთავაზოთ თიმ ლიდერის ასისტენტის პოზიცია ფიქსირებული ხელფასით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე