Робота для біженців з України
დასუფთავების ზედამხედველი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების ზედამხედველი
მომწოდებელი: Gudauri Lodge
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების ზედამხედველის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: დასუფთავების სამსახურის მენეჯერი
დამატებითი ბენეფიტები: სასტუმრო თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით, საცხოვრებელი ადგილით და ჯანმრთელობის დაზღვევით

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყველა ნომრის შემოწმება შესაბამისი სტატუსის მიხედვით
** ახალი თანამშრომლებისათვის საჭირო მითითებების მიცემა
** ცვლაში მომუშავე თანამშრომლებისათვის დავალებების გადანაწილება
** დეპარტამენტის საერთო საქმიანობის კოორდინირება და მეთვალყურეობა
** ცვლის მანძილზე წარმოშობილი პრობლემების მოგვარება
** დეპარტამენტების მენეჯერის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება
** სამუშაო მარაგის შემოწმება
** დიასახლისებისათვის ტრენიგის ჩატარება მასალების და აპარატურის სწორად გამოყენების თემაზე
** საზოგადოებრივი თავშეყრის ტერიტორიების დალაგების ხარისხის შემოწმება;
** საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი სასტუმრო ფართის დასუფთავების კონტროლი სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
** სტუმრის მიერ გათავისუფლებულ ოთახებში აღმოჩენილი სტუმრის ნივთების უსაფრთხოებისა და დაცვის განყოფილებაში მიტანა დაუყოვნებლივ, ხოლო აღმოჩენილი ძვირფასი ნივთების, მაგ. ფული, მართვის მოწმობა, თვითმფრინავის ბილეთები, ფინანსური კონტროლიორისთვის გადაცემა
** ხალიჩის სისუფთავის შემოწმება და მისი შამპუნირების წმენდის პერიოდული დაგეგმვა
ნომრების წინ დერეფნების მოწესრიგება-დასუფთავების შემოწმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამუშაო გამოცდილება სასტუმროს დასუფთავების სფეროში
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2026 წლის 21 ოქტომბრამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე