"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.
"Talkpal"-ის პროდუქტების (iOS, Android, Web, Business) CRM, Email და Affiliate მარკეტინგის განვითარებისთვის ვეძებთ Affiliate/CRM მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც დისტანციურად იმუშავებს Lifecycle კომუნიკაციებსა და Affiliate პროგრამის მართვაზე.
შენი ძირითადი სამუშაო:
** Email მარკეტინგული კამპანიების შექმნა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
** Push შეტყობინებებისა და In-App კომუნიკაციების დაგეგმვა და გაშვება;
** მომხმარებელთა სეგმენტაცია და პერსონალიზებული კომუნიკაციების აწყობა;
** A/B ტესტირება და შედეგების ანალიზი;
** Affiliate პროგრამის მართვა საერთაშორისო ბაზარზე: ახალი პარტნიორების მოძიება, სტანდარტული პირობებით კომპანიის Affiliate პლატფორმაზე მათი რეგისტრაცია (Onboarding), მხარდაჭერა და შედეგების მონიტორინგი;
** CRM და Performance არხებში ზრდის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
** რეპორტინგი, დეშბორდების (Dashboards) აწყობა და მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება;
** პროდუქტისა და მარკეტინგის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა კამპანიების დაგეგმვისა და სინქრონიზაციის მიზნით.
შენ მოგაქვს:
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება CRM, Lifecycle, ან Growth Marketing-ის მიმართულებით;
** Affiliate მარკეტინგული არხების მართვისა და მასშტაბირების პრაქტიკული გამოცდილება;
** CRM პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** Push შეტყობინებებთან მუშაობის გამოცდილება;
** პროდუქტისა და მარკეტინგული ანალიტიკის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ (C1/C2) დონეზე ფლობა.
რატომ უნდა შემოგვიერთდე:
** გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის;
** გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება;
** მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი.
დამატებითი ინფორმაცია:
** ადგილმდებარეობა: Remote;
** დასაქმების ტიპი: კონტრაქტორი (B2B / მომსახურების ხელშეკრულება).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.
თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს "Talkpal, Inc."-ის თქვენთან შესაძლო სამომავლო ურთიერთობის მიზნით.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://zurl.to/x2ln?source=jobs.ge
|