საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს კონკურსს სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის საგრანტო პროგრამების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - გრანტების მენეჯერი პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება - სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის საგრანტო პროგრამების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - გრანტების მენეჯერი.
ანაზღაურება - 3840 ლარი.
სამუშა ადგილი - თბილისი.
სამუშაოს აღწერა:
** სააგენტოს მიერ გამოცხადებული რეგიონული საგრანტო პროგრამების ადმინისტრირება;
** საგრანტო პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** საგრანტო პროგრამების ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება/ჩატარება;
** საგრანტო პროგრამების შესახებ პოტენციურ ბენეფიციარებთან კონსულტაციების ჩატარება;
** საგრანტო პროგრამის ანგარიშების განხილვა და ფინანსური/პროგრეს მონიტორინგის განხორციელება;
** ინოვაციური პროექტებისა და პროდუქტების ხელშემწყობი ღონისძიებები;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: ბაკალავრი (აუცილებელია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის ატვირთვა).
სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება".
ენების ცოდნის დონე:
** ენა წერითი უნარები მეტყველება
** ინგლისური B2 B2
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
პროგრამის დასახელება / ცოდნის დონე
** Microsoft Office Word / კარგი
** Microsoft Office Excel / ძალიან კარგი
** Microsoft Office PowerPoint / კარგი
** Microsoft Office Outlook / კარგი
დამატებითი მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება - ეკონომიკის / ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით;
** სასურველია საგრანტო პროექტების მართვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დაგეგმვისა და მართვის უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პრეზენტაციის მომზადება, ჩატარების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, იხილოთ დეტალური პირობები და გააკეთოთ განაცხადი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/103414?active=1
|