Робота для біженців з України
გაყიდვების წარმომადგენელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Resty.ge
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
გაყიდვების წარმომადგენელი - რუსთავი

Resty.ge აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.

Resty რესტორნებს, სასტუმროებსა და კაფე-ბარებს სთავაზობს ტექნიკას და სერვისს.

ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც რუსთავში ახალ კლიენტებს მოიზიდავს და მათ Resty-ს პროდუქტებსა და მომსახურებას გააცნობს.

სამუშაო პირობები:

** მუშაობის ფორმატი: ობიექტებში ვიზიტები და სატელეფონო კომუნიკაცია;
** განაკვეთი: სრული/მოქნილი.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი მოზიდულ კლიენტებზე;

ძირითადი მოვალეობები:

** რუსთავში რესტორნების, სასტუმროებისა და კაფე-ბარების მოძიება და მათთან პირველადი კონტაქტის დამყარება;
** ობიექტებში ვიზიტები და მფლობელებთან ან მენეჯერებთან შეხვედრები;
** Resty-ს პროდუქტების დემონსტრაცია და მათი სარგებლის გასაგებად ახსნა;
** კლიენტის საჭიროებების გარკვევა და შესაბამისი პაკეტის შეთავაზება;
** კონტაქტების, შეხვედრებისა და გაყიდვების შედეგების აღრიცხვა;

მოთხოვნები:

** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** ახალ ადამიანებთან კონტაქტის დამყარების ინიციატივა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ვიზიტების დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;

უპირატესობად ჩაითვლება:

** გაყიდვების, განსაკუთრებით მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** რესტორნებთან, სასტუმროებსა და კაფე-ბარებთან არსებული კონტაქტები;

პროდუქტის ტექნიკური ცოდნა წინასწარ საჭირო არ არის - Resty-ს პროდუქტებსა და შეთავაზებებს შეგასწავლით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ფორმა და ატვირთოთ cv ბმულზე: https://resty.ge/vacancy
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე