Робота для біженців з України
სუპერფინის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერფინის კონსულტანტი
მომწოდებელი: GSS
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
შპს "ქართული პროგრამული სისტემები" - gss.ge -1996 წლიდან კომპიუტერული პროგრამების სახით მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა საქმიანობისთვის განკუთვნილ ბიზნეს გადაწყვეტილებებს;

გთავაზობთ, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ვებ-სუპერფინი და სუპერფინი კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებას;

მდებარეობა: თბილისი
სწავლების პერიოდი: 2 კვირა
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)

მიზანი:

** კონსულტანტი ჩაერთვება GSS მიერ შექმნილ - პროგრამული პროდუქტების ვებ-სუპერფინის და სუპერფინის შესწავლაში და განვითარებაში.

სასურველია იცოდე:

** ბუღალტერიის საწყისები მაინც;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Word, MS Excel, Google drive (აუცილებელია);
** სასურველია გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობაში;

რას ისწავლი / გააკეთებ:

** ისწავლი ვებ-სუპერფინსა და სუპერფინს საფუძვლიანად;
** დასაქმდები სუპერფინის კონსულტანტის პოზიციაზე;
** მონაწილეობას მიიღებ ვებ-სუპერფინისა და სუპერფინის განვითარება / გაუმჯობესებაში;
** საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევ ვებ-სუპერფინისა და სუპერფინის მომხმარებლებს.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება GSS ოფისში, მისმ: ა.პოლიტკოვსკაიას 8;

სამუშაო პირობები:

** სწავლების პერიოდში დისტანციურად;
** შპს ქართული პროგრამული სისტემები.

გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: t.matiashvili@gss.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე