Робота для біженців з України
ტექნიკური ოფისის უფროსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ოფისის უფროსი
მომწოდებელი: FK Development
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
"FK Development" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ოფისის უფროსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

"FK Development" არის ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის საერთაშორისო სტანდარტების, ინოვაციურ და მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებს საქართველოში.

კომპანია ეძებს კვალიფიციურ და გამოცდილ სამოქალაქო ინჟინერს ტექნიკური ოფისის უფროსის პოზიციაზე სამუშაოდ სამშენებლო ობიექტზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით;
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება უფრო მეტი გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** AutoCAD-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის ცხრილების მომზადებისა და მონაცემების დამუშავების მიმართულებით;
** სამუშაო გრაფიკების შედგენის გამოცდილება Primavera-ს, MS Project-ის ან მსგავსი პროგრამების გამოყენებით;
** ხარჯების კონტროლის (Cost Control) პრინციპების ცოდნა;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური სამუშაო ანგარიშების მომზადების უნარი;
** სამშენებლო ობიექტის სპეციფიკასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებთან ადაპტაციისა და მოქნილ სამუშაო გრაფიკთან შეგუების შესაძლებლობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ CV და მოგვაწოდონ ინფორმაცია შესაბამისი სამუშაო გამოცდილების შესახებ შემდეგ ელფოსტაზე: ani@fkdevelopment.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე