Робота для біженців з України
კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: საკვები-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
საკვები-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** სტრატეგიული მართვა: კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და შესრულების მენეჯმენტი; ბაზრის პოტენციალის, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და პარტნიორობების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების სისტემების მართვა: გაყიდვების პროცესების მუდმივი მონიტორინგი, მათი ოპტიმიზაცია და CRM სისტემების ეფექტიანი გამოყენება გაყიდვების ზრდისთვის;
** მარკეტინგის მართვა და განვითარება: მარკეტინგული გუნდის ფორმირება (აყვანა), მათ შორის გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის (Head of Sales) შერჩევა, აყვანა და ხელმძღვანელობა. მათთან მჭიდრო თანამშრომლობა, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ბრენდის ეფექტიანი პოზიციონირება ბაზარზე;
** კონტროლი და ოპტიმიზაცია: კომპანიის კომერციული საქმიანობის კონტროლი, დაქვემდებარებული განყოფილებების სამუშაო პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია;
** გაყიდვებზე ორიენტირება: გაყიდვების გეგმის შესრულებაზე და შედეგების ზრდაზე აქტიური ფოკუსირება;
** პარტნიორობა: რეალტორებთან, სააგენტოებთან და მსხვილ ინვესტორებთან ურთიერთობების აქტიური მართვა გაყიდვების ზრდის მიზნით.

დამატებითი ინფორმაცია:

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მართვაში;
** გაყიდვების პროცესების შექმნისა და ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება;
** CRM სისტემების მართვის გამოცდილება;
** გაყიდვების გუნდის ფორმირებისა და მართვის გამოცდილება;
** უცხო ენების: ინგლისური სავალდებულო; რუსული
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ცოდნა

გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მეილზე: geo.aleksandre4@gmail.com (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე