Робота для біженців з України
მძღოლი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: Georgian Beer and Beverages Group
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
"Georgian Beer and Beverages Group" (GBBG) არის საერთაშორისო ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჯგუფის, Royal Swinkels-ის ნაწილი. GBBG აერთიანებს ორ კომპანიას: გლობალ ბიერ ჯორჯიასა (GBG) და საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკას (GDL).

კომპანიების შესახებ:

გლობალ ბიერ ჯორჯია (GBG) - ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულ პროცესს - ლუდისა და ლიმონათის წარმოებას, მარკეტინგსა და გაყიდვებს, ასევე, ახდენს სხვადასხვა ბრენდების იმპორტსა და ექსპორტს. აღნიშნული ბრენდებია - ბავარია, ყაზბეგი, შავი ლომი, კაიაკი, აისი, 8.6, B52 და ლიმონათი "ყაზბეგი".

საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა (GDL) - დისტრიბუციის სფეროში 17 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს დისტრიბუციასა და მესამე მხარის ლოგისტიკის (3PL) სერვისს; 6 ფილიალისა და რეგიონული გაყიდვების ჯგუფების მეშვეობით ემსახურება 12, 000-ზე მეტ მომხმარებელს. GDL-ის პორტფელი მოიცავს GBG-ისა და, ასევე, მესამე მხარის პროდუქტებს, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელები, ყავა "ლავაცა", წყალი, ღვინო და სხვა.

GBBG-ში წარმატებით ვმუშაობთ სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ ინდუსტრიაში ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, ენთუზიაზმის, კრეატიულობისა და ერთგულების წყალობით. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში. თუ გსურთ, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქართული სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში - მოხარული ვიქნებით თქვენი გამოხმაურებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე - ბათუმში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://gbbg.selfrecruit.ge/s/FMJ2r
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე