სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას უფლებამოსილ ორგანოებთან ურთიერთობის ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: ბექ-ოფისის დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
** უფლებამოსილი ორგანოებიდან შემოსული განჩინებების მიხედვით მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება ბანკში, მომზადება (ოქმი, წერილი) და გადაცემა;
** ყადაღების მიღება / მოხსნა / დამუშავება;
** ინკასოების მიღება / მოხსნა / დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი — საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით);
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება საოპერაციო ან ბექ-ოფისის კუთხით;
** ALTA-ს საოპერაციო დღის მოდულში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** გამართული წერისა და მეტყველების უნარი ქართულ ენაზე.
სასურველი:
** უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი — საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით);
** უფლებამოსილ ორგანოებთან და ინკასო / ყადაღებთან დაკავშირებული მუშაობის გამოცდილება;
** ALTA-ს ინკასო / ყადაღების მოდულში მუშაობის გამოცდილება.
სავალდებულო უნარები და თვისებები:
** ორგანიზებულობა და სამუშაოს დათქმულ დროში შესრულება;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სასურველი:
** ინიციატივიანობა, პროფესიული მოტივაცია;
** სიახლეებისადმი მზაობა, ადაპტაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/db8df72f-3c3e-4217-b48a-543fb59031ed
|