Робота для біженців з України
ქცევითი თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში, ისნის ფილიალში.

"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი

კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის დიპლომი ფსიქოლოგიაში (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის ერთ ან მეტწლიანი გამოცდილება (სასურველია; გამოცდილების არქონის შემთხვევაში აუცილებელი იქნება არაანაზღაურებადი სტაჟირების გავლა)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე (სასურველია)
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითადი პრინციპების ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა

სამუშაო დატვირთვა: სრული

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 30 ოქტომბერი, 2026.

გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე