შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას რეანიმაციის დეპარტამენტში მორიგე ექთნის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს:
** საშუალო სპეციალიზებული განათლება, დიპლომირებული ექთანი;
** გამოცდილება: მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საექთნო მანიპულაციების შესრულება, პაციენტის მოვლა/მეთვალყურეობა;
** საექთნო დოკუმენტაციის წარმოება;
** კლინიკის შიდა საექთნო განათლებაში მონაწილეობის მიღება;
** შიდა სტანდარტების შესრულება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
სამუშაო განრიგი: მორიგე — ოთხ დღეში ერთხელ, 24-საათიანი მორიგეობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 01 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.
|