Робота для біженців з України
უთოს სპეციალისტი, მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უთოს სპეციალისტი, მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ქიმწმენდის კომპანია მილანა
გამოქვეყნდა: 14 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
კომპანია "MILANA" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციაზე:

1. უთოს სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: ვარკეთილი

ძირითადი მოვალეობები:

** ტანსაცმლის პროფესიონალური დაუთოება;
** სხვადასხვა ტიპის ქსოვილთან მუშაობა;
** სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულება;

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობა და ყურადღებიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შესაბამისი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

2. მომსახურების სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას ფილიალი
სამუშაო გრაფიკი: 5/2, 09:00-20:00

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მიღება და მომსახურება;
** შეკვეთების მიღება, რეგისტრაცია და გაცემა;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლებისთვის მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 77 44 44.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე