|
დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების და სატუმბო სადგურების იმპორტიორი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში.
ძირითადი მოვალეობები:
** ფილიალისა და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და გაყიდვების ანალიზი;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის წარმოება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
** კორპორატიული ნომერი
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: outsource.vacancy11@gmail.com და Subject-ში მიუთითეთ: ფილიალის მენეჯერი (და ქალაქი სადაც ხართ ვაკანსიით დაინტერესებული)
|
|
|
|