|
დასახელება:
ფარმაცევტი/ფარმაცევტის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
ლურჯი ჯვარი
|
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
სააფთიაქო ქსელი "ლურჯი ჯვარი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში.
თუ გაქვთ შესაბამისი განათლება, გსურთ პროფესიული ზრდა სტაბილურ გარემოში და გიყვართ მომხმარებელზე ზრუნვა, სიამოვნებით მიგიღებთ ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის ფარმაცევტული პროდუქტების, მედიკამენტების, სამკურნალო კოსმეტიკისა და მოვლის საშუალებების პროფესიონალური შერჩევა და კონსულტაციის გაწევა;
** ექიმის დანიშნულების (რეცეპტის) სიზუსტის შემოწმება და მედიკამენტების გაცემა მოქმედი კანონმდებლობისა და წესების დაცვით;
** მომხმარებლისთვის წამლის მიღების წესების, დოზირებისა და შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** აფთიაქში პროდუქციის მიღება, დასაწყობება და თაროებზე განთავსება სტანდარტების შესაბამისად;
** ფარმაცევტული წესებისა და წესრიგის დაცვა სააფთიაქო სივრცეში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფარმაციის მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ანაზღაურება: პირველი 3 თვის განმავლობაში ფიქსირებული ანაზღაურება, ხოლო მე-4 თვიდან — ფიქსირებული + ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (2 დასვენების დღე);
** ჯანმრთელობის დაზღვევა: სრული სადაზღვევო პაკეტი;
** ფასდაკლების სისტემა: სპეციალური ფასდაკლება ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტებზე;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: irakligagua077@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 577 371841.
|
|
|
|