შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ.N4.
სამუშაო პირობები:
** ნახევარი განაკვეთი;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სკოლის ბიბლიოთეკის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
** წიგნადი ფონდის მოწესრიგება, აღრიცხვა, კატალოგიზაცია და განახლება;
** მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საჭირო ლიტერატურის მოძიებასა და შერჩევაში დახმარება;
** წიგნების გაცემა-დაბრუნების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** ბიბლიოთეკაში მოწესრიგებული, უსაფრთხო და სასწავლო პროცესზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფა;
** მოსწავლეებში კითხვის კულტურის, წიგნიერებისა და წიგნებისადმი ინტერესის განვითარების ხელშეწყობა;
** მოსწავლეებისთვის ასაკისა და ინტერესების შესაბამისი ლიტერატურის შერჩევა და რეკომენდაციების შეთავაზება;
** კითხვის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობის, თემატური შეხვედრისა და საგანმანათლებლო ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** მასწავლებლებთან თანამშრომლობა სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად და შესაბამისი რესურსების მოსამზადებლად;
** ინგლისურენოვანი წიგნებისა და საგანმანათლებლო რესურსების მოწესრიგება და მათი გამოყენების ხელშეწყობა;
** ბიბლიოთეკის რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ბავშვებთან და მოზარდებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** წიგნებისა და კითხვის კულტურის პოპულარიზაციის ინტერესი;
** ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cea.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია - ბიბლიოთეკარი".
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის ფარგლებში რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარმოდგენით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შერჩევის პროცესის ფარგლებში დაწესებულებამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|