კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შეძლებს პოტენციური კლიენტების მოძიებას, მათთან ეფექტიან კომუნიკაციას და კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებას.
ძირითადი მოვალეობები
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოზიდვა და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
** კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება და გაყიდვების პროცესის მართვა;
** გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაფინანსების შეთავაზება დაინტერესებული კლიენტებისთვის;
** ბიზნეს შეთავაზებების მოძიება და კლიენტებისთვის ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული საინვესტიციო შესაძლებლობების შეთავაზება, რაც ითვალისწინებს გადახდილი თანხის 15%-იანი მოგების მიღების შესაძლებლობას მაქსიმუმ 4 თვის ვადაში, შეთანხმებული პირობების შესაბამისად;
** ავტომობილის შეძენის შემდეგ მისი შეკეთებისა და სრულად გამართვის სერვისის შეთავაზება, საბოლოო ჩაბარების ჩათვლით;
** ავტომობილის რეალიზაციის ორგანიზება შეძენის მომენტიდანვე — როგორც ავტომობილის ჩამოსვლამდე, ისე ჩამოსვლის შემდეგ;
** კლიენტთან კონკრეტული ავტომობილისა და შესყიდვის პირობების შეთანხმება, შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ;
** შეთანხმებული პირობებისა და ფასის ფარგლებში ინფორმაციის ბიდერისთვის გადაცემა, რათა მან უზრუნველყოს შესყიდვის პროცესის განხორციელება;
** კლიენტთან კომუნიკაციისა და გარიგების პროცესის კოორდინაცია შესაბამის სამსახურებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის ინტერესი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** მიზანსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური თანამშრომლობის უნარი.
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება:
** შესრულებული სამუშაოს მიხედვით + ბონუსი.
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის მიერ რეალურად შესრულებულ სამუშაოზე, განხორციელებულ გარიგებებსა და თითოეული მომსახურების მიმართულებისთვის განსაზღვრულ ანაზღაურებაზე.
რას გთავაზობთ?
** შედეგზე დაფუძნებულ ანაზღაურების სისტემას;
** სხვადასხვა მიმართულებით მუშაობისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას;
** მრავალფეროვან სამუშაო პროცესს ავტოიმპორტის, ავტომობილების რეალიზაციის, დაფინანსებისა და შესაბამისი მომსახურებების მიმართულებით.
თუ ხართ აქტიური, კომუნიკაბელური და გსურთ თქვენი შემოსავალი თქვენს შედეგებზე იყოს დამოკიდებული, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: autospace.geo@gmail.com
|