Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
გვესაჭიროება მოლარე-კონსულტანტი სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში (სტენდზე).

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 2/2 (ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება) 10:00-დან 22:00 სთ-მდე;
** ანაზღაურება: 15 სამუშაო დღეში 825 ლარი + გაყიდვებიდან პროცენტი + ბონუსი.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება საცალო გაყიდვების სფეროში.

ენების ცოდნა: ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა: მომხმარებელთან თავაზიანი, ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა: სალაროსთან, თანხებთან და ინვენტართან მუშაობისას სიზუსტე და ყურადღება;
** პუნქტუალურობა;
** კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობისა და მხარდაჭერის უნარი.

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 555201184.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე