კლინიკა "ენმედიცი" იწვევს კვალიფიციურ და გამოცდილ ექიმ-რადიოლოგს (ექოსკოპისტს) პროფესიულ გუნდში შემოერთებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ულტრაბგერითი კვლევების ჩატარება;
** ფარისებრი ჯირკვლის, მუცლის ღრუს ორგანოების, მცირე მენჯის ორგანოების, შარდსასქესო სისტემისა და სხვა ორგანოების ექოსკოპიური კვლევების ჩატარება;
** კვლევის შედეგების შეფასება და ზუსტი, დასაბუთებული სამედიცინო დასკვნების მომზადება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** პაციენტებთან პროფესიული კომუნიკაცია და სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი სამედიცინო განათლება და პოზიციისთვის კანონმდებლობით მოთხოვნილი კვალიფიკაცია;
** ულტრაბგერითი კვლევების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ხარისხიანი, კლინიკურად დასაბუთებული დასკვნების მომზადების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №3ა;
** ანაზღაურება: 140 ლარი თითო სამუშაო დღეზე;
** სამუშაო საათები: 10:00-16:00.
სამუშაო გრაფიკი - მოქნილი!
** შესაძლებელია მუშაობა კვირის ცალკეულ დღეებში, წინასწარი შეთანხმებით;
** შესაძლებელია სრული სამუშაო გრაფიკით დასაქმებაც;
** სამუშაო დღეები და თანამშრომლობის პირობები შეთანხმდება კანდიდატთან ინდივიდუალურად.
განვიხილავთ როგორც სრულ გრაფიკზე მუშაობის მსურველ, ისე ექიმებს, რომლებსაც კვირაში რამდენიმე დღის გამოყოფა შეუძლიათ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr@enmedic.com
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ექიმი რადიოლოგი (ექოსკოპისტი) - ბათუმი".
შემოგვიერთდით კლინიკა "ენმედიცის" გუნდში!
|