Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ბონკაფე
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ნოემბერი
ჩვენს გუნდში ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს მიმტანის პოზიციაზე.

"ბონკაფე" წარმოადგენს ადგილს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაციონის შემადგენელ საკვებ პროდუქტებს: პურ-ფუნთუშეულს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს, ცივ და ცხელ სასმელებს.

მისამართი: ნეკერჩხლის 2; "მწვანე ქალაქი ლისზე".

პირობები:

** ანაზღაურება: 1300-დან (გამოცდილების შესაბამისად) + ბონუსი
** დასვენება: 5/2 (8-საათიანი სამუშაო გრაფიკი) ან 6/1 (6.5-საათიანი სამუშაო გრაფიკი)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი

გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
** კადრების ტრანსპორტირებას.
** თანამშრომლებისთვის 50%-იან ფასდაკლებას ნაწარმოებ პროდუქციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუს მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა და სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა.
** სალაროს ოპერაციების შესრულება.
** ონლაინ შეკვეთების კოორდინირება.
** სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
** სტუმრების დახვედრა და მაგიდასთან განთავსება.
** შეკვეთის მიღება, შესაბამის სისტემაში დაფიქსირება და დროული მიწოდება.
** მაგიდების სერვირება.
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** კომუნიკაციისა და გამართულად მეტყველების უნარები.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა.
** მაღალი პასუხისმგებლობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: boncafetbilisi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე