|
დასახელება:
ინჟინერ-ტექნიკოსის სასწავლო კურსი
|
| მომწოდებელი:
Liberty Career Institute
|
|
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 11 ნოემბერი
|
"კარიერის თავისუფალი ინსტიტუტი" (LCI) აცხადებს ინჟინერ-ტექნიკოსის სასწავლო კურსზე მიღებას, შემდგომი დასაქმებით კომპანია TechStand Service-ში.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ LCI კურსდამთავრებულს წარადგენს კომპანია "TechStand Service"-ში, სადაც ინჟინერ-ტექნიკოსის ვაკანსიები უკვე ღიაა.
კანდიდატმა, რომელსაც სურს ამ პოზიციაზე დასაქმება, წარმატებით უნდა გაიაროს 8-კვირიანი სასწავლო კურსი ქალაქ ბათუმში: 4 კვირა თეორიული და 4 კვირა პრაქტიკული ნაწილი. წინასწარი გამოცდილება სავალდებულო არ არის: ყველაფერს ნულიდან ვასწავლით.
სასწავლო კურსის პერიოდი ანაზღაურებადი არ არის. ანაზღაურებადი დასაქმება "TechStand Service"-ში იწყება მხოლოდ კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ.
სასწავლო კურსი
კურსი გრძელდება 8 კვირას: პირველი 4 კვირა თეორიული ნაწილი, შემდეგი 4 კვირა პრაქტიკული ნაწილი, გამოცდილი მენტორის ხელმძღვანელობით.
ეტაპი - ხანგრძლივობა - ფორმატი - რას მოიცავს
** 1. თეორიული ნაწილი - 4 კვირა - ადგილზე - სასწავლო ცენტრში - ჰიდრავლიკური და ელექტრო ნახაზების წაკითხვა, ელექტრული სქემების წაკითხვა, უსაფრთხოების ნორმები, მშენებლობაზე მუშაობისა და უსაფრთხოების წესები
** 2. პრაქტიკული ნაწილი - 4 კვირა - ადგილზე - სამუშაო ობიექტზე - რეალური სამუშაოები მენტორის ზედამხედველობით და საბოლოო შეფასება
კურსი მოიცავს სამ მიმართულებას:
1. ელექტრიფიცირება
** კაბელების გაყვანა, დაერთება
** ელექტროკარადების აწყობა სქემის მიხედვით
** ელექტროძრავების მონტაჟი, დაერთება და შემოწმება
** უსაფრთხო მუშაობა ძაბვის ქვეშ მყოფ სისტემებთან
2. მილსადენის სისტემები
** წყალგაყვანილობის, კანალიზაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
** მილების გაყვანა და დაერთება
** სისტემის ჰერმეტულობის შემოწმება
3. მექანიკური სამუშაოები
** ლითონის კონსტრუქციების და ჩარჩოების აწყობა ნახაზის მიხედვით
** დანადგარების მონტაჟი, ჩამოსწორება და დამაგრება
** ზომვის, ჭრის, ბურღვის და ჭაქის ხელსაწყოების სწორი გამოყენება
ინჟინერ-ტექნიკოსის მოვალეობები TechStand Service-ში:
** ელექტროსამონტაჟო სამუშაოები: კაბელების გაყვანა და დაერთება, ელექტროკარადების აწყობა, დაერთება და მომსახურება.
** ელექტროძრავებისა და სხვა ელექტრომოწყობილობის მონტაჟი, დაერთება, გაშვება და ტექნიკური მომსახურება.
** წყალგაყვანილობის, კანალიზაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მილების გაყვანა, დაერთება.
** მეტალის კონსტრუქციებისა და დანადგარების აწყობა ტექნიკური ნახაზის მიხედვით.
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება და ხარვეზების აღმოფხვრა.
** უსაფრთხოების წესების დაცვა და ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის სწორი გამოყენება.
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მიწოდება ხელმძღვანელისთვის.
მოთხოვნები კანდიდატისადმი:
** დისციპლინა — მთავარი მოთხოვნა: სამუშაო გრაფიკის, ვადებისა და წესების უპირობო დაცვა.
** კარგი ფიზიკური მდგომარეობა და ფიზიკური დატვირთვის ატანის უნარი.
** ხელების კარგი მოტორიკა: ხელსაწყოებისა და დეტალების აწყობისა და დაშლის უნარი, ხელსაქმისადმი მიდრეკილება.
** ახალი უნარების სწრაფად და მარტივად ათვისების უნარი.
** ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი და მოთმინება.
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო.
** სრული 8-კვირიანი არა ანაზღაურებადი კურსის გავლის მზადყოფნა.
დასაქმება და ანაზღაურება TechStand Service-ში
TechStand Service-ში დასაქმების შემთხვევაში იწყება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა თვეში 2, 000 ლარის ხელფასით. გამოსაცდელი ვადის შემდეგ ხელფასი განისაზღვრება დონის მიხედვით.
დონე - აღწერა - ხელფასი (ლარი, თვეში)
** Level 0 - გამოსაცდელი ვადა, 3 თვე - 2, 000
** Level 1 - ასრულებს მარტივ სამუშაო პროცესებს ნახაზისა და ინსტრუქციების მიხედვით; ინჟინრულ გადაწყვეტილებებს არ იღებს - 4, 000
** Level 2 - სამუშაოს დამოუკიდებლად ართმევს თავს; წარმართავს უშუალო სამუშაო პროცესს, აძლევს მიმართულებას სხვა ქვემდგომ თანამშრომლებს - 6, 350
** Level 3 - ხაზავს და ქმნის სისტემების ნახაზებს; შეუძლია PLC-ის დაპროგრამება (PLC mapping) - 8, 550
** Level 4 - დამოუკიდებლად იღებს ინჟინრულ გადაწყვეტილებებს და ქმნის ახალ კონცეფციებს - 11, 115
** Level 5 - კარიერული ზრდა - 14, 450
შემდეგ დონეზე გადასვლა დამოკიდებულია უნარებსა და შედეგებზე.
რას გთავაზობთ:
** 8-კვირიან სასწავლო კურსს გამოცდილი სპეციალისტებისგან და სამ პროფესიას ერთ კურსში.
** წარმატებით დასრულების შემთხვევაში წარდგენას TechStand Service-ში, სადაც დაგხვდებათ სტაბილური სამსახური და სახელფასო სტრუქტურა, რომელიც იზრდება თქვენი უნარების ზრდასთან ერთად.
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს და თანამედროვე ინსტრუმენტებს.
** მეგობრულ გუნდს, რომელიც გაფასებს და გიზიარებთ გამოცდილებას.
როგორ განაცხადოთ
გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე წერილი, რატომ გაინტერესებთ ეს კურსი, ბმულზე ინჟინერ-ტექნიკოსი - სასწავლო კურსი (LCI) განაცხადის ბოლო ვადა: 11 ნოემბერი 2026. კურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი ბათუმი.
CV-ის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ ეთანხმება LCI-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და თანხმობას აცხადებს, რომ LCI-მ დაამუშაოს CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები კურსზე შერჩევის მიზნით, ხოლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გადასცეს ისინი TechStand Service-ს დასაქმების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად.
|
|
|
|