Робота для біженців з України
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: FLATROW
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ნოემბერი
"FLATROW" გაყიდვების პლატფორმა დეველოპერებისთვის, რომელიც კომპანიებს ეხმარება პროექტები, ბინების ხელმისაწვდომობა, სართულები, გეგმები, 360° ვიზუალიზაცია, ინტერიერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთ ციფრულ სივრცეში მართონ და კლიენტს უფრო მარტივი, თანამედროვე და ეფექტური გაყიდვების გამოცდილება შესთავაზონ.

ჩვენ ახლა ვიწყებთ FLATROW-ის საერთაშორისო კომერციულ განვითარებას და ვეძებთ ძლიერ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გახდება პროდუქტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ადამიანი.

ლოკაცია: თბილისი/ჰიბრიდული

რას გააკეთებ?

** FLATROW-ის B2B გაყიდვების სტრატეგიის განხორციელებას;
** უძრავი ქონების დეველოპერებისა და შესაბამისი კომპანიების მოძიებასა და იდენტიფიცირებას;
** CEO/Founder/Commercial Director/Sales Director/Marketing Director დონეზე კომუნიკაციას;
** ახალი ბიზნეს-კონტაქტების შექმნას და outbound sales-ის წარმოებას;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებისა და პროდუქტის დემოების ორგანიზებასა და ჩატარებას;
** კლიენტის საჭიროებების აღმოჩენას და FLATROW-ის შესაბამისი ღირებულების სწორად წარმოჩენას;
** მოლაპარაკებების წარმოებას და გარიგებების დახურვას;
** CRM-ში გაყიდვების პროცესის სრულად მართვას;
** ლიდების, შეხვედრების, დემოების, conversion-ისა და გაყიდვების შედეგების მონიტორინგს;
** გაყიდვების პროცესის მუდმივ გაუმჯობესებას;
** ბაზრისა და კონკურენტების შესწავლას;
** "FLATROW"-ის საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას.

შენ ჩვენი ადამიანი ხარ, თუ:

** გაქვს მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში/Business Development-ში;
** გქონია გამოცდილება ტექნოლოგიური, PropTech, უძრავი ქონების ან სხვა რთული პროდუქტის გაყიდვაში;
** კომფორტულად გრძნობ თავს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან კომუნიკაციისას;
** შეგიძლია არა უბრალოდ პროდუქტის წარდგენა, არამედ მისი ბიზნესღირებულების გაყიდვა;
** ხარ ძლიერი მოლაპარაკე და კიდევ უფრო ძლიერი მსმენელი;
** კარგად გესმის sales funnel, lead qualification და conversion;
** ხარ შედეგზე ორიენტირებული და გიყვარს მიზნების მიღწევა;
** შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო და მართო საკუთარი გაყიდვების პროცესი;
** ფლობ ქართულ და ინგლისურ ენებს მაღალ დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** გაქვს ინტერესი ტექნოლოგიების, უძრავი ქონებისა და თანამედროვე ბიზნესის მიმართ.

განსაკუთრებით დაგვაინტერესებ, თუ: გაქვს უკვე არსებული B2B ქსელი უძრავი ქონების ინდუსტრიაში - დეველოპერებთან, უძრავი ქონების სააგენტოებთან ან სამშენებლო კომპანიებთან.

რას გთავაზობთ?

** შესაძლებლობას, შეუერთდე ახალი თაობის PropTech პროდუქტის შექმნისა და განვითარების პროცესს;
** რეალურ გავლენას პროდუქტის კომერციულ განვითარებაზე;
** მუშაობას საერთაშორისო ბაზარზე გასვლისკენ მიმართულ სტარტაპში;
** კონკურენტულ ანაზღაურებას + შედეგზე დაფუძნებულ ბონუსს.
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** დინამიკურ გარემოს, სადაც შენი იდეები რეალურად მიიღებს გადაწყვეტილებებში მონაწილეობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე CV და მოკლე ინფორმაცია შენს B2B გაყიდვების გამოცდილებაზე: info@flatrow.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე