Робота для біженців з України
ოჯახის დამხმარე / ძიძა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის დამხმარე / ძიძა
მომწოდებელი: ფიზიკური პირი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ბავშვებთან ურთიერთობის მოყვარულ ადამიანს - ოჯახის დამხმარეს / ძიძას, რომელიც დაგვეხმარება 5 წლის ლუკაზე ზრუნვაში, მის ყოველდღიურ გადაადგილებასა და საოჯახო საქმეებში.

ძირითადი მოვალეობები:

** ლუკას პრესქულში წაყვანა და სახლში დაბრუნება;
** ბავშვის სხვადასხვა აქტივობაზე წაყვანა-წამოყვანა, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით;
** პრესქულიდან ან აქტივობებიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვთან ყოფნა, მასზე ზრუნვა და ასაკის შესაბამისი თამაშებით დაკავება მშობლის დაბრუნებამდე - დაახლოებით 19:00 საათამდე;
** ბავშვის პრესქულში ყოფნის პერიოდში სახლის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება, ყოველდღიურ საოჯახო საქმეებში დახმარება და საჭიროებისამებრ მცირე საყიდლების გაკეთება;
** ბავშვთან ყოფნის დროს მთავარი პრიორიტეტი მისი უსაფრთხოება და მასზე ყურადღებით ზრუნვაა. საოჯახო საქმეების კონკრეტული ჩამონათვალი წინასწარ შეთანხმდება.

სასურველია:

** ბავშვებთან ურთიერთობისა და ოჯახში მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა, ყურადღებიანობა და თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება;
** წინა დამსაქმებლის რეკომენდაცია;
** საკუთარი ავტომობილი და უსაფრთხო მართვის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი;
** სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები და დაწყების დრო შეთანხმებით; დასრულება - დაახლოებით 19:00 საათზე;
** ანაზღაურება: 1800-2000 ლარი კვალიფიკაციიდან და გამოცილდებიდან გამომდინარე, სამუშაო გრაფიკისა და მოვალეობების გათვალისწინებით.
** საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში გადაადგილების ხარჯების დაფარვა ცალკე შეთანხმდება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ nino.japiashvili@gmail.com და მოკლედ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. ასევე მიუთითეთ, გყავთ თუ არა საკუთარი ავტომობილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე