Робота для біженців з України
საკრედიტო ოფიცერი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ოფიცერი
მომწოდებელი: Express Capital+
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
თუ თქვენ ხართ ენერგიული, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული და კეთილსინდისიერი მაშინ "მისო ექსპრეს კაპიტალ +"-ი როგორც თავის პოტენციურ თანამშრომლებს, გთავაზობთ ბიზნეს პლატფორმას, სადაც თქვენ შეძლებთ აწარმოოთ კომპანიის პროფილით საქმიანობა და ამავდროულად მიიღოთ სრულად თქვენს მიერ გაწეული შრომის პროპორციული ანაზღაურება.

"მისო ექსპრეს კაპიტალ +"-ი თავის საკრედიტო ოფიცრებს მიიჩნევს პარტნიორებად და მთელ მის მომავალს უკავშირებს მათ.

დასაქმდით ჩვენთან და გახდით ჩვენი პარტნიორი და მიიღეთ სამართლიანი ანაზღაურება.

რა იგულისხმება მომავლის დაკავშირებაში?

საკრედიტო ოფიცერი, რომელიც მუდმივად შეინარჩუნებს 500000 ლარის საკრედიტო პორტფელს და დააკმაყოფილებს ორგანიზაციის კორპორატიულ მოთხოვნებს ის ოფიციალურად გახდება ორგანიზაციის 1%-იანი წილის მფლობელი.

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მითითებულ მეილზე და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

express.capital.plus@gmail.com
ecplus.ge
+995 422 20 08 00 | +995 574 09 09 44

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "express capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შპს "express capital +" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

"express capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:

საკრედიტო ოფიცერი - თბილისი / ბათუმი

ფუნქციები და მოვალეობები:

** საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** კლიენტების მოძიება და მოზიდვა (მათ შორის პრომოუშენის გზით);
** საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
** პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა;
** მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** ნაღდი ფულის მიღება;
** მატერიალური პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ- 18:00 სთ; შაბათი 10:00-14:00;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (წარმატებული შედეგების მიხედვით შესაძლოა გამოსაცდელი ვადა დასრულდეს 1 თვეში);
** ანაზღაურება: 2000 ლარი (გამოსაცდელი ვადის პერიოდში დადგენილი გეგმის შესრულების პროპორციულად) + მოქნილი ბონუსი;
** კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო მობილურის ნომერი.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე: express.capital.plus@gmail.com

P.S. განაცხადი არ განიხილება თუ:

** არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი;
** განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი;
** ასევე, ტექსტში მიუთითეთ თქვენი აზრით თვეში საშუალოდ რამდენი პოტენციური მსესხებლის მოზიდვას შეძლებთ?
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე