Робота для біженців з України
სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული კურსი
მომწოდებელი: DoSocial.ge
გამოქვეყნდა: 11 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
"DoSocial.ge" 8 წელზე მეტია მართავს კომპანიების სოციალურ მედიას და გიწვევთ სოციალური მედიის მართვის (SMM) პრაქტიკულ კურსზე / ტრენინგზე. ვასწავლით ზუსტად იმას, რასაც თვითონ ვაკეთებთ ყოველდღე - რეალური კლიენტებისთვის.

ტრენინგი განკუთვნილია:

** სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ პრაქტიკული უნარის შეძენა;
** მათთვის, ვისაც სურს ციფრული მარკეტინგის სფეროში დასაქმება;
** ფრილანსერებისთვის (Upwork, LinkedIn, Fiverr);
** ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი სოციალური მედიის მართვა.

წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის.

ტრენინგის პროგრამა:

კვირა 1 - სოციალური მედია ბიზნესში

** რა არის SMM და რატომ სჭირდება ბიზნესს;
** Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn - მიმოხილვა;
** სააგენტოს სამუშაო პროცესი შიგნიდან;
** კარიერული გზები - ადგილობრივი და საერთაშორისო.

კვირა 2 - სტრატეგია და კონტენტი

** სამიზნე აუდიტორიის კვლევა და პერსონა;
** კონტენტ სტრატეგია და კალენდარი;
** Copywriting სოციალური მედიისთვის;
** Canva - ვიზუალი პროფესიონალურ დონეზე.

კვირა 3 - რეკლამა და ტარგეტინგი

** Meta Business Manager - სრული სეტაპი;
** Facebook და Instagram რეკლამის ფორმატები;
** ტარგეტინგი, Pixel, Custom Audiences;
** რეალური კამპანიის შექმნა - ლაივ სესია.

კვირა 4 - შედეგები, კლიენტი და კარიერა

** ანალიტიკა და რეპორტინგი;
** კლიენტების მოძიება Upwork-სა და LinkedIn-ზე;
** საბოლოო პროექტი;
** სერტიფიკატის გადაცემა.

ტრენინგის შესახებ:

** ხანგრძლივობა: 4 კვირა, 8 გაკვეთილი (კვირაში 2 გაკვეთილი, თითო 1-1.5 საათი);
** ფორმატი: ონლაინ (Zoom / Google Meet), საღამოს საათებში;
** ჯგუფში მაქსიმუმ 15 მონაწილე;
** ყოველ გაკვეთილს ახლავს პრაქტიკული დავალება;
** გაკვეთილების ჩანაწერები ხელმისაწვდომია მონაწილეებისთვის;
** დასრულებისას გაიცემა "DoSocial.ge"-ის სერტიფიკატი;
** წარმატებული მონაწილეები გაივლიან სტაჟირებას კომპანიაში;
** ტრენინგი იწყება ჯგუფის დაკომპლექტებისთანავე.

ღირებულება: 450 ლარი (გადახდა ბარათით ან საბანკო გადარიცხვით).

კურსის / ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, ხოლო წარმატებულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ფასიანი სტაჟირება კომპანიაში.

რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია: https://dosocial.ge/course/

კონტაქტი:

ელფოსტა: hi@dosocial.ge;
ტელ.: 555 44 05 11.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე