Робота для біженців з України
წარმოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების თანამშრომელი
მომწოდებელი: Print Hub
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
სტამბა "PRINT HUB" აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ქაღალდის ჭრა გილიოტინაზე;
** ქაღალდის კეცვა საკეც დანადგარზე;
** ფურცლების ლამინირება;
** სხვადასხვა ტიპის აკინძვა;
** სამუშაო ადგილისა და დანადგარების მოწესრიგება.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** სიზუსტე და ყურადღება;
** მუშაობის სურვილი და საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება.

განვიხილავთ გამოუცდელ კანდიდატებსაც — მთავარია სწავლისა და მუშაობის სურვილი.

გამოცდილი კანდიდატებისთვის ანაზღაურება: 1500-2000 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

გამოუცდელი კანდიდატების ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით — 10:00-დან 19:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე ელფოსტაზე: info@printhub.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე