|
დასახელება:
ბანქოს მჩეხავი
|
| მომწოდებელი:
GCastStudio
|
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
ეძებ პირველ სამსახურს, სადაც ყველაფერს თავიდან ისწავლი? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა. "GCAST Studio"-ში გვაქვს ბანქოს მჩეხავის ვაკანსია.
ბანქოს მჩეხავის პოზიციაზე გამოცდილება არ არის საჭირო - ყველაფერს ადგილზე გასწავლით. მთავარია ყურადღება, სიზუსტე და სწავლის სურვილი.
მოვალეობები:
** ბანქოს პროფესიონალურად ჩეხვა და მომზადება;
** თამაშებისთვის ბანქოს სწორად და სწრაფად მომზადება;
** დადგენილი პროცედურების დაცვა;
** გუნდთან ერთად მუშაობა და თამაშის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.
რას ველით შენგან:
** ყურადღებიანობას და დეტალებზე ორიენტირებულობას;
** სწრაფად სწავლის უნარს;
** პასუხისმგებლობის გრძნობას;
** გუნდური მუშაობის უნარს;
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობას;
** უნდა იყო სულ მცირე 18 წლის.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** სრულ ტრენინგს;
** საერთაშორისო სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს.
თუ მზად ხარ, ისწავლო ახალი პროფესია და კარიერა ნულიდან დაიწყო — გამოგვიგზავნე შენი CV: https://gcaststudio.com/careers/ და/ან recruitment@gcaststudio.com.
სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბანქოს მჩეხავი", წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
|
|
|
|