|
დასახელება:
სტაჟიორი - იმპორტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პალატი
|
|
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
|
შპს "პალატი" 2022 წელს დაარსდა. კომპანიის მაღალტექნოლოგიური წარმოება პასუხობს ნებისმიერი სირთულის საინჟინრო მოთხოვნას სამშენებლო თუ ავეჯის წარმოების სფეროში. პალატის პარტნიორთა რიგებშია ამერიკისა და ევროპის წარმატებული კომპანიები, ხოლო ექსპორტი საერთაშორისო სერტიფიცირებითა და ხარისხის კონტროლით ხორციელდება. კომპანიის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა 400-მდე პროფესიონალის ერთობლივი ძალისხმევა და საერთო ღირებულებებია.
კომპანია "პალატი" ეძებს მოტივირებულ კანდიდატს, რომელსაც სურს პრაქტიკაში გაეცნოს იმპორტის პროცესებს, ჩაერთოს საერთაშორისო შესყიდვებში და გამოცდილება მიიღოს უცხოელ მომწოდებლებთან თანამშრომლობით.
სამუშაო პირობები:
** პოზიცია: სტაჟიორი - იმპორტის მენეჯერი
** სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი, გ. მაზნიაშვილის № 4
** სამუშაო ფორმატი: ადგილზე (On-site)
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 5 თვე
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00 -18:00
** ანაზღაურება - 500 ლარი თვეში (ხელზე ასაღები)
რას გთავაზობთ?
** პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის მიმართულებით;
** უცხოელ მომწოდებლებთან მუშაობისა და შესყიდვების რეალურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
** შესყიდვების, ფასების ანალიზისა და საერთაშორისო ლოგისტიკის პრაქტიკულ ცოდნას;
** კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ ყოველდღიურ კვებას;
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას.
რას შეისწავლით სტაჟირების პერიოდში?
** საერთაშორისო ბაზრებზე მომწოდებლების მოძიებას, მათი სანდოობის შეფასებასა და შეთავაზებების შედარებას;
** შესყიდვების საჭიროებების განსაზღვრასა და შეკვეთების დაგეგმვას;
** მომწოდებლებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმართვასა და ფასებზე, მიწოდების ვადებსა და გადახდის პირობებზე მოლაპარაკებას;
** კომერციული შეთავაზებების ანალიზსა და შესყიდვის პირობების შეთანხმებას;
** შესყიდვის შეკვეთებისა და კონტრაქტების მომზადებას, ასევე მათი შესრულების მონიტორინგს;
** ფასების ცვლილებებისა და საერთაშორისო ბაზრის ტენდენციების კვლევას;
** ტრანსპორტირების სხვადასხვა ალტერნატივის შეფასებასა და ლოგისტიკური კომპანიების შეთავაზებების შედარებას;
** საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების დაგეგმვასა და ტვირთის გადაადგილების კოორდინაციას;
** საიმპორტო დოკუმენტაციის დამუშავებასა და საბაჟო პროცედურების ძირითად პრინციპებს;
** სატრანსპორტო ხარჯების, ტარიფებისა და მიწოდების პირობების ანალიზს;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემატიზაციასა და ანგარიშების მომზადებას.
ვის ვეძებთ:
კანდიდატს, რომელიც:
** არის ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ბიზნესის, ეკონომიკის, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულების ბოლო კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** ფლობს ინგლისურ ან/და რუსულ ენას;
** ფლობს MS Office-ის პროგრამებს, განსაკუთრებით Excel-ს;
** დაინტერესებულია საერთაშორისო ვაჭრობით, შესყიდვებითა და ლოგისტიკით;
** ორიენტირებულია სტაჟირების დასრულების შემდეგ კომპანიაში დასაქმებასა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე.
რა პიროვნული უნარები დაგეხმარება წარმატებაში?
** კომუნიკაბელურობა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების უნარი;
** დეტალებზე ყურადღება და სიზუსტე;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და ვადების დაცვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ცოდნის მიღებისა და პრაქტიკაში გამოყენების სურვილი.
როგორ შემოგვიერთდე?
თუ ეს შესაძლებლობა შენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნე CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com წერილის სათაურის ველში მიუთითე: "სტაჟიორი - იმპორტის მენეჯერი"
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 09 ნოემბერი, 2026 წ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://palatillc.com/
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
შპს "პალატი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|