Робота для біженців з України
გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: სტანდარტი +
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
კომპანია "სტანდარტი +" ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი.

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომლის ძირითადი მოვალეობები იქნება გაყიდვები, საწყობის მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესის მართვა;
** საწყობში არსებული პროდუქციისა და მარაგების კონტროლი;
** საჭირო პროდუქციის შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
** მომწოდებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და შეკვეთების გაფორმება;
** საჭიროების შემთხვევაში შესასყიდი პროდუქციის სიის შედგენა;
** მარაგების შევსების საჭიროების დროული განსაზღვრა.
** საჭიროების შემთხვევაში ნაშთების აღწერა
** კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება
** გაყიდვების ოპერაციების ასახვა სავაჭრო პროგრამაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

მნიშვნელოვანი: შესყიდვების განსახორციელებლად საწარმოდან გასვლა საჭირო არ არის — შეკვეთების მიღება და გაფორმება ხდება ადგილზე, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbox.standarti@gmail.com

CV გამოგზავნისას წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი".

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათის ჩათვლით, 10:00-18:00
ანაზღაურება: 2000 ლარი + მთლიანი გაყიდვების 1%
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე