Робота для біженців з України
ბრიფინგ-ნოტამ ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრიფინგ-ნოტამ ოფიცერი
მომწოდებელი: საქაერონავიგაცია
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურში, ბრიფინგ-ნოტამ ოფიცრის პოზიციაზე.

თბილისი - 5 ვაკანსია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ქართული ენის ცოდნა
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

პიროვნული მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობისა უნარი;
** ინტენსიურ სამუშაო გარემოსთან შეგუების უნარი;
** ურთიერთობების კარგად წარმართვის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღების უნარი;
** შეუპოვრობა და კონცენტრაციის უნარი;
** სტრესისადმი მდგრადობა;

ძირითადი მოვალეობები:

** ფრენის გეგმის მიღება, შემოწმება, გავრცელება;
** ფრენის გეგმასთან დაკავშირებული შეტყობინებებთან მუშაობა;
** საფრენოსნო ეკიპაჟის ფრენისწინა ინფორმაციით უზრუნველყოფა (PIB, ზეპირი ბრიფინგი) და ფრენის შემდგომი ინფორმაციის მიღება;
** სააერნაოსნო ინფორმაციის/მონაცემების მიღება, შემოწმება, TAM -შეტყობინებების სახით (NOTAM, SNOWTAM, ASHTAM) გავრცელება;
** დინამიური მონაცემების ლოკალური ბაზის წარმართვა

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2026 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური - ბრიფინგ-ნოტამ ოფიცერი".

ტესტირებისა და გასაუბრებისა ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე